დონალდ ტრამპი იშვიათ მინერალებზე შეთანხმების გაფორმებაზე – ფინანსთა მინისტრს უკრაინაში, ფაქტობრივად, უთხრეს არა და რომ ზელენსკის ეძინა და ვერ შეხვდებოდა – დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წავიდა და ცარიელი დაბრუნდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს საკმაოდ უხეშად მოექცნენ კიევში ბოლო ვიზიტის დროს, როდესაც უკრაინამ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა.
„სკოტ ბესენტი რეალურად წავიდა იქ და მას საკმაოდ უხეშად მოექცნენ, რადგან ფაქტობრივად, მათ უთხრეს არა და რომ ზელენსკის ეძინა და ვერ შეხვდებოდა. მან ბევრი საათი იმგზავრა მატარებლით, რაც სახიფათო მგზავრობაა და ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსთა მინისტრზე. დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წავიდა და იქ რომ მივიდა ცარიელი დაბრუნდა. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა გარიგება აღადგინოს, ტრამპმა უპასუხა: ”დიახ, ვფიქრობ, რომ აღვადგენ ამ შეთანხმებას, თქვენ იცით, ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე ვაპირებ მის განახლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას [ვოლოდიმირ ზელენსკის] რაღაცები არცთუ ძალიან გაახარებს. აი ნახეთ, არჩევნების დროა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან კიდევ გაიმეორა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარება უგზო-უკვლოდ არის დახარჯული.
„მინდა გავარკვიო მთელი ის თანხა, რასაც ჩვენ უკრაინაში ვაგზავნით. სად არის?” – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს