დათო დოიაშვილი: დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რასაც თიკა რუხაძემ ხელი მოაწერა, მისთვის სიკვდილის ტოლფასია, მართლა მჯერა ამის და მინდა მჯეროდეს

რეჟისორი დათო დოიაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძნებაზე ხელის მოწერა კულტურის მინისტრისთვის “სიკვდილის ტოლფასი“ იყო.

დოი ამბობს, რომ პირიქით, ის, რომ ამდენხანს ის თანამდებობაზე იყო, სწორედ თიკა რუხაძის დამსახურებაა, რადგან მინისტრი ამ გადაწყვეტლების სისრულეში მოყვანას დიდხანს აჭიანურებდა.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რასაც თიკა რუხაძემ ხელი მოაწერა, მისთვის სიკვდილის ტოლფასია, მართლა მჯერა ამის და მინდა მჯეროდეს. მეტსაც ვიტყვი, თუ ეს არ მოხდა უფრო ჩქარა, მგონია, რომ ესეც თიკა რუხაძის დამსახურებაა, რადგან, ალბათ, ძალიან დიდხანს წელავდა ამ პროცესს. საბოლოო ჯამში არ მგონია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და მინდა, ამის მჯეროდეს, უბრალოდ ის აღმოჩნდა შემსრულებელი, -თქვა დოიაშვილმა “პირველ ხაზში“.

მისივე თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ ელოდებოდა, რაც საპროტესტო რეჟიმზე გადავიდნენ.

თუ ჩვენ ვამბობთ , რომ ეს რეჟიმია, რეჟიმს თავისი წესები და დრამატურგია აქვს. პირიქით, ის მიკვირს, რომ ამდენი ხანი არ განვითარდა“, – დასძინა მან.

  • ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?