არქივი18 თებერვალი, 2025, 13:10
არიგო საკი 78 წლის ასაკში შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

"როსონერის" ყოფილი დამრიგებლის თქმით, მას ვარიანტებიც აქვს, თუმცა იტალიაში მუშაობაზე ნაკლებად ფიქრობს.
"ვფიქრობ, სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე და ეს იტალიაში ან საზღვარგარეთ გავაკეთო. რამდენიმე ვარიანტი მაქვს, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ჩემი იტალიაში მუშაობა ნაკლებად სავარაუდოა.
მაგალითისთვის, ბრაზილიიდან, არგენტინიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მიწვევენ", - განაცხადა საკიმ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.