ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ დღეს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
დეპუტატი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დასძენს, რომ საქართველოს თავისუფლება განმტკიცებული უნდა გადაეცეს მომავალ თაობებს.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ქართველი ხალხი ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენი სისხლით და ბრძოლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას. ამ მონაპოვარს შენარჩუნება უნდა.
ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ დღეს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის. ეს ბრძოლა მძიმეა, მაგრამ ღირსეული. საუკუნეებია მოგვაქვს საქართველოს თავისუფლება და ეს განმტკიცებული უნდა გადავცეთ მომავალ თაობას!
გილოცავთ ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ეს დღე ჩვენია!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა