აჭარაში წლის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები დაჯილდოვდნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის სპორტის დეპარტამენტის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, რომლებმაც როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ასევე, დაჯილდოვდნენ მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები.
„აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იზრდება სპორტის განვითარების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის პროგრამების დაფინანსება. გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სპორტსმენების ხელშეწყობა. მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების, ასევე, მათი მწვრთნელების საპრიზო თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 1 მილიონ ლარს გადააჭარბა.
დაჯილდოების ფარგლებში 100-მდე წარმატებული სპორტსმენი გამოვლინდა ბერძნულ-რომაული, ძიუდოს, პარა-კარატეს, მკლავჭიდის და სხვა მიმართულებებით.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ