„არ ვაპირებთ, წინასწარ დავაანონსოთ, სად რას ვიზამთ“ – ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიცია არ აპირებს, აქციების გეგმები წინასწარ დაანონსონ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, კონსულტაციებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე სპეციფიური მიდგომა გვაქვს. არ ვაპირებთ, წინასწარ დავაანანსოთ, სად რას ვიზამთ.ეს ყოველთვის იქნება მიულოდნელი, სხვადასხვა ფორმით. ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა. და პრინციპული თანხმობა გვაქვს ყველა მიმართულებით.
აქციებს ექნება ის რეჟიმი, ტემპა და ფორმა, რომელიც იქნება ოცნებისთვის მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული“, – თქვა მან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.