არქივი10 იანვარი, 2025, 20:55
არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: ...რაც უფრო მაღლა მიიწევს უკანონობის კიბეზე, მით უფრო ძლიერი იქნება მისი დაცემა

"როდესაც ძალოვანი, სასამართლო და საეკლესიო სისტემები ინსტრუმენტად ქცევით, იდეოლოგიური თუ ფიზიკური დამონებით ემსახურებიან რუსულ, კრიმინალურ და ძალადობრივ ძალას, ადამიანის ღირსება და ღვთის ნება უხეშად ილახება.
ეს ძალა, რომელიც მოქმედებს ძალმომრეობით და ანტისახელმწიფოებრივად, თავადვე ისწრაფვის საკუთარი მარცხისკენ – რაც უფრო მაღლა მიიწევს უკანონობის კიბეზე, მით უფრო ძლიერი იქნება მისი დაცემა" - წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.