ანტონიო გუტერეში სუმზე თავდასხმაზე - სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ღრმად შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, რომელიც მსგავსი თავდასხმების დამანგრეველი მაგალითის გაგრძელებაა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, - აცხადებს გუტერეში.
მისი თქმით, საჭიროა ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტა მშვიდობა, რომელიც სრულად დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოწოდებას მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ვადასტურებ გაერო-ს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიმართ სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობისთვის, რომელიც სრულად დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს გუტერეში.
შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ უკრაინის ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი და დაშავდა 119.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.