– რა გახდა საცხოვრებლის შესახებ კანონის მიღება? – რაც დღეს მოხდა, არის არაჰუმანურობა

დაახლოებით ორას ოჯახზეა საუბარი, დაახლოებით 30 ბავშვზე და მართლა მრცხვენია, რომ ისეთ სახელმწიფოში და ისეთ ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც არცერთი თანამდებობის პირი არ არსებობს, რომელსაც რაიმე შეუძლია გაუკეთოს ამ ხალხს , – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობასთან სოლიდარობის ნიშნად მივიდა.
მისი შეფასებით, რაც დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე მოხდა, არაჰუმანურობაა და სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს.
“30 ბავშვი დღეს სადღაც ათენებს ღამეს იმიტომ, რომ სახელმწიფო არ გვივარგა და იმიტომ, რომ ერთი კორუმპირებული ბანდა არის ხელისუფლების სათავეში, რომელიც მარტო საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნავს. რა გახდა საცხოვრებლის შესახებ კანონის მიღება? რა გახდა ეკომიგრანტისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფა?
თუ იტყვის, რომ თავისი მრავალშვილიანი ოჯახით შეძლებს თვეში 700 ლარად სადმე იცხოვროს, მაშინ ხელებს ავწევ. რამდენი ხანია, ვითხოვთ საცხოვრისის შესახებ კანონის მიღებას.
დღეს აქ რაც მოხდა, არის არაჰუმანურობა და არაადამიანურობა, სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად