პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება

ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება

დღეს, საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული ახალგაზრდა, ლაშა-გურამ ღონღაძე სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა, ღონღაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების პასუხს ელოდებიან.
მისი თქმით, დაშავებულ ახალგაზრდას სუნთქვა და გადაადგილება უჭირდა.
„ახლაც კლინიკაში ვიმყოფები. ველოდებით კვლევის შედეგებს.
უჭირდა სუნთქვა, გადაადგილება, ჰქონდა თავბრუს ხვევა. შიში გვქონდა, რომ ფილტვი იყო გახეთქილი, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ დადასტურდა.
კვლევები ჩაუტარდა და ველოდებით პასუხს. ამ დრომდე პოლიციიდან არავინ დაგვკავშირებია, არც დაინტერესებულან მისი მდგომარეობით”, - განაცხადა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.