პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აგვისტოში საქართველოს იმპორტი 5%-ით შემცირდა

საქსტატმა 2024 წლის აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტის სახით 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით, ანუ 67 მილიონი დოლარით ნაკლებია.
იმპორტისგან განსხვავებით, 30%-ით, ანუ 148 მილიონი დოლარით არის გაზრდილი საქართველოს ექსპორტი და მან აგვისტოში 641 მილიონი დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 4.2 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 2.4%), ხოლო იმპორტმა 10.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის
19 სექტემბერს, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა თუ რა საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა აგვისტოში იმპორტის შემცირება.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.