უკრაინიდან ყოველდღიურად სამხედრო ასაკის ათობით მამაკაცი ცდილობს არალეგალურად საზღვრის გადაკვეთას ევროკავშირის მიმართულებით, უკრაინა მუშაობს მათ დაბრუნებაზე – შინაგან საქმეთა მინისტრი

უკრაინიდან ყოველდღიურად სამხედრო ასაკის ათობით მამაკაცი ცდილობს არალეგალურად საზღვრის გადაკვეთას ევროკავშირის მიმართულებით, მუშაობს მათ დაბრუნებაზე – შინაგან საქმეთა მინისტრი
უკრაინიდან ყოველდღიურად ათობით სამხედრო ასაკის მამაკაცი ცდილობს არალეგალურად საზღვრის გადაკვეთას. უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებმაც შეძლეს საზღვრის გადაკვეთა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
როგორც კლიმენკო ამბობს, ისინი კონსულტაციებს აწარმოებენ ევროკავშირში კოლეგებთან, თუმცა თითოეული ქვეყანა მოქმედებს ევროკომისიის კანონებისა და წესების მიხედვით, ამიტომ ეს მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის პოზიცია ერთსულოვანი, რომ არ დააბრუნონ ეს ადამიანები უკრაინაში, მინისტრმა უპასუხა რომ „ძირითად შემთხვევაში ასეა“.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყოველდღიურად ათობით მამაკაცი ცდილობს უკანონო გზებით, მათ შორის, მდინარე ტისას გადალახვით ან ტყეების გავლით ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას. კლიმენკომ არ დააკონკრეტა ომის დაწყების შემდეგ საზღვარზე დაკავებული სამხედრო ასაკის მამაკაცების რიცხვი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საიდუმლო ინფორმაციაა.
Next: დღევანდელ ამერიკელ, ბრიტანელ და ევროკავშირის ელჩებსაც აშკარად ეტყობათ, რომ „წვალობენ”, რომ რაღაც „უხილავი” ძალა მათ თითქოს მუდმივი „ძაბვისა” და ტურბულენტობის ქვეშ ამყოფებს

ასევე დაგაინტერესებთ

მალე 33 წელი შესრულდება აფხაზეთის ომიდან და მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ოჯახი დღემდე ელოდება თავისი შვილი ან ოჯახის სხვა წევრი როდის დაუბრუნდება იმ ადგილს, რომლის მონახულებასაც შეძლებენ ოჯახის წევრები

დიპლომატებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელებს. არავის მიუცია მათთვის უფლება, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ დაბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებში