უამინდობამ გორის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარმა ერთ საცხოვრებელ და ერთ დამხმარე შენობას სახურავები გადახადა, ასევე, დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და სადენები.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან დავით ცერცვაძესთან ერთად სოფელ ზეღდულეთში, ელიაშვილების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, ელიაშვილების ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.
გორის მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მერიისა და სხვა შესაბამისი უწყებების სამსახურები. ამ დროისთვის სოფლებში, ფაქტობრივად, ყველგან აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო იმ რამდენიმე სოფელში, სადაც დენის მიწოდება შეფერხებულია, ეტაპობრივად მიმდინარეობს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია