არქივი16 თებერვალი 2025, 17:09
"ტორპედომ" "ლილიდან" ნახევარმცველი შეიძინა

19 წლის ფრანგი ნახევარმცველი კისლეი ზიტა ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ზიტა „ტორპედომ“ „ლილიდან“ გამოისყიდა. ფრანგულ კლუბთან შეთანხმების მიხედვით, შემდეგი ტრანსფერიდან „ლილს“ ეკონომიკური უფლებების 30% დარჩება.
„ტორპედოს“ ახალწვეული სწორედ „ლილის“ აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ეს უკანასკნელი ყველა ასაკობრივის გამორჩეული ლიდერიც გახლდათ.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
წყარო: FC TORPEDO KUTAISI
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.