– ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი

ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი ამ განცხადებისთვის, – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ დეპუტატი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მოსახლეობას არაფერი აქვს საბოდიშო იმის გამო, რომ თავს დაგვესხა.
„ჩვენ ჯარისკაცებს, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მოსახლეობას არაფერი აქვს საბოდიშო იმის გამო, რომ თავს დაგვესხა. ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი ამ განცხადებისთვის. თუ ეს არ მოხდება, იმედია, ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს ამ და ბევრ სხვა განცხადებას და ქმედებას, რომლის ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად შუღლი და დაძაბულობა გაიზარდოს საზოგადოებაში, იმისთვის, რომ იქნებ ამ დაპირისპირებაში ძალაუფლება შეინარჩუნოს. ფაქტობრივად, როგორც ჩანს, ყველაფრის გაწირვა შეიძლება იმისთვის, რომ რაღაც შედეგი დაიდოს არჩევნებზე. იმედია, ამომრჩეველი ამ ყველაფერს დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ შეაფასებს“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…