ნინო ლომჯარია: შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზეა საუბარი?!

“ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, “ქართულ ოცნების” სასარგებლოდ საშუალო ზომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის კონტროლზე და პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი 30-მდე პირი მუშაობდა, + თითო უბანზე მიმაგრებული იყო 1 “კაპიტანი” და 2-3 ქოლ-ცენტრის თანამშრომელი (სულ იყო 3111 უბანი), უბნის შიგნით მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ გონგო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომლები – 4-5 კაცი, ხოლო გარე პერიმეტრზე საშუალოდ 10 -15 პირი იყო მობილიზებული.

ამას დაამატეთ სხვისი პირადობის მონაცემებით ხმის მიცემის სქემაში ჩართული უამრავი ადამიანი. მტკიცებულებებით დასტურდება, ასევე, სხვისი პირადობის მოწმობების ყიდვის ფაქტები. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზეა საუბარი?!”  –  წერს სოციალურ ქსელში ყოფილი სახალხო დამცველი და პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს