ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან, დაღუპულია 24 ადამიანი, 23 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ლოს-ანჯელესში მეხანძრეები ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან, ყველაზე დიდი, პალისეიდსის ხანძარი, მხოლოდ 14%-ით არის ლოკალიზებული, სიდიდით მეორე, იტონის ხანძარი, კი – 33%-ით, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი ქარიშხლის ფონზე მიმდინარეობს სასწრაფო მზადება, რადგან ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძრის ახალი კერები გამოიწვიოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„ლოს-ანჯელესელ ხალხს : გმადლობთ ერთად დგომისთვის, წარმოუდგენელი დანაკარგის დროს ერთმანეთისთვის დახმარების გაწევისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი თქვენი უსაფრთხოებაა. გული გვტკივა 24 უდანაშაულო სულისთვის, რომელიც დავკარგეთ”, – აღნიშნა ბაიდენმა.
ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)