ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კასპერ შმეიხელი კარიერას გლაზგოს "სელტიკში" განაგრძობს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ცნობილი დანიელი მეკარე კასპერ შეიხელი კარიერას შოტლანდიის პრემიერ ლიგის ბინადარ "სელტიკში" განაგრძობს.
37 წლის დანიელი 1-წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს, თუმცა შრომით ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გაგრძელდება.
შმეიხელმა გასული სეზონი ბელგიურ "ანდერლეხტში" გაატარა, გულშემატკივარს კი თავი "ლესტერში" თამაშით დაამახსოვრა, სადაც პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.