პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სამსახურის, შინ ბეთის ხელმძღვანელის რონენ ბარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, - ინფორმაციას The Times of Israel-ი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან რონენ ბარის მიმართ რწმენა დაკარგა.
„ის არ არის შესაფერისი ადამიანი ორგანიზაციის რეაბილიტაციისთვის", - ციტირებს პრემიერის ოფისი ნეთანიაჰუს.
The Times of Israel-ი წერს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ისრაელის ისტორიაში, როდესაც მთავრობამ შიდა უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელი გაათავისუფლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.