ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მძევლებთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება მხოლოდ “ჰამასზე” სამხედრო ზეწოლით არის შესაძლებელი

ახლო აღმოსავლეთში ომი ისევ მიმდინარებს, ისრაელის სამხედრო მოქმედებები გრძელდება ღაზის სექტორის ცენტრალურ რაიონებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში 132 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მძევლებთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება მხოლოდ “ჰამასზე” სამხედრო ზეწოლით არის შესაძლებელი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ანკლავის მომავალი მთავრობა ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს და მას პალესტინელები უნდა მართავდნენ.
“თუ ცეცხლი შეწყდება, მძევლების ბედი მრავალი წლის განმავლობაში “ჰამასის” ტყვეობაში ყოფნა იქნება. სამხედრო ზეწოლის გარეშე არავინ დაგველაპარაკება. მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება მძევლების გათავისუფლება”, – აღნიშნა იოავ გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა