– ჩვენ არ გვაქვს რესურსი ვიმუშაოთ ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან

ჩვენ არ გვაქვს რესურსი ვიმუშაოთ სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან – ერთადერთი, რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფელისა, – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, რუსეთში ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.
აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით, ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო და წითელი ჯვარი.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან. ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ რუსეთ-უკრაინის ომში, რატომ – იმიტომ რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი ემუშავა ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში. ერთადერთი, რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფელისა და ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო, წითელი ჯვარი. ამ ფორმით თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. დანარჩენზე გიპასუხებენ შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერევანში სამიტზე კობახიძე საერთოდ გაქრა, რომ არა ზელენსკისთან შეხვედრა… ზელენსკიმ ისეთი რამ უთხრა მათ, რისი თქმაც ძალიან უნდოდა საქართველოსთვის, ამ საუბარს არანაირი შედეგი არ მოჰყვება, რადგან „ქართული ოცნების“ სტილია ყველაფერი დააიგნოროს”

სალომე ზურაბიშვილი – ჩვეულებრივად პროტოკოლის წესებს იცავენ ჩვენი ზრდილი პარტნიორები – უფრო საინტერესოა ზელენსკისთან შეხვედრის შინაარსი – საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა? ნეტავ!