იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იში-კავას პრეფექტურის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 120-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
განადგურებული გზების და კომუნიკაციების გამო, სტიქიის შედეგები ბოლომდე ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ეს ძირითადად ეხება იში-კავას პრეფექტურის ქალაქებს, ვაჯიმას და სუზუს.
მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის მასშტაბის შესაფასებლად რამდენიმე რაიონამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. იში-კავას პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ნოტოს რეგიონში 3 000-ზე მეტი ადამიანი გარე სამყაროსგან იზოლირებულია.
შეგახსენებთ, იაპონიაში პირველ იანვარს მიწისძვრების სერია მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრიუსელის პოლიტიკა მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იყოს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვისაუბროთ ურთიერთობის დარეგულირებაზე