კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის პრობლემებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამეგრელოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ესტუმრა. მან მინისტრის მოადგილესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიასთან, დეკანოზ პეტრე ხუბუასა და კორცხელის დედათა მონასტრის იღუმენია ნანა სამელიასთან ერთად დაათვალიერა ტაძარი და გაეცნო ძეგლის მდგომარეობას.
მინისტრმა სასულიერო პირებთან ერთად იმსჯელა ტაძრის მდგომარეობასა და დარჩენილი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი X საუკუნით თარიღდება და აღდგენილია XVII საუკუნეში. ეს არის ქვის გუმბათოვანი ნაგებობა სამი შვერილი აფსიდით. ეკლესიის წინ დგას ორსართულიანი კოშკი, რომელიც ნაგებია კარგად გათლილი კვადროვანი ქვით.
კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამეგრელოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ესტუმრა. მან მინისტრის მოადგილესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიასთან, დეკანოზ პეტრე ხუბუასა და კორცხელის დედათა მონასტრის იღუმენია ნანა სამელიასთან ერთად დაათვალიერა ტაძარი და გაეცნო ძეგლის მდგომარეობას.
მინისტრმა სასულიერო პირებთან ერთად იმსჯელა ტაძრის მდგომარეობასა და დარჩენილი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი X საუკუნით თარიღდება და აღდგენილია XVII საუკუნეში. ეს არის ქვის გუმბათოვანი ნაგებობა სამი შვერილი აფსიდით. ეკლესიის წინ დგას ორსართულიანი კოშკი, რომელიც ნაგებია კარგად გათლილი კვადროვანი ქვით.
კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში