: ვაი, თქვენს პატრონს (პატრონებს)! გაყიდულებო!

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და მხარდამჭრებს მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაცია დაიწყო 11 საათზე, რაც წინასწარ იყო საჯაროდ ნათქვამი.
10 საათზე რომ იბარებ “მხარდამჭერებს” სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!
დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად შტერული და ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ. ერთ hint-ს კი მოგცემდით: სულ არაა საჭირო, დღევანდელ თანამედროვე დღეს, ქუჩაში გაყინვა. თუ ნორმალური ხარ, პოლიტიკის რომელიმე ანბანი გესმის და ხალხის ნდობა გაქვს, ამის მიღწევა სწორი გეგმით, რიტორიკით, კლავიატურაზე კაკუნით და პარლამენტში შესვლით ან კიდევ კაფეში შეკრებებითაც შეიძლება.
ვაი, თქვენს პატრონს (პატრონებს)!
არც კი გრცხვენიათ ზოგიერთი იმ ადამიანის, ვისაც მართლა ცვლილება სურს და არა – ქვეყნის ნგრევა და ატყუებთ, ჩვენ მიგიყვანთ მიზნამდეო. გაყიდულებო!

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)