“დიახ, ვიყავი ცესკოში” – მალკევიჩი

“პირველებთან” ამერიკის მიერ ძებნილი რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი ადასტურებს, რომ საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა და ს გაცემული აკრედიტაციაც დამატებითი ბარიერების გარეშე მოიპოვა.
მალკევიჩი: მე ხომ ამერიკული სანქციების ქვეშ ვარ? რა არის ამ განცხადებაში სენსაციური? მე საქართველოს სანქციების ქვეშ ვიმყოფები, სომხეთის თუ აზერბაიჯანის? “პირველები”: თქვენ უპრობლემოდ შემოგიშვეს საქართველოში, ისე, რომ სასაზღვრო სამსახურს ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს? მალკევიჩი: ჩვეულებრივად, დამისვეს კითხვები, ჩემი ვიზიტის მიზნების შესახებ. მე, ეს მიზნები არ დამიმალავს. ჩამოვედი, რადგან გავაშუქო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, ეს აკრძალულია? “პირველები”: თქვენ ასევე გქონდათ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრედიტაცია? მალკევიჩი: დიახ, რა თქმა უნდა. “პირველები”: როგორ მოგცეს აკრედიტაცია? მალკევიჩი: ჟურნალისტს გაუკეთა აკრედიტაცია, საარჩევნო კომისიამ, რა არის ამაში უჩვეულო? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველა ოფიციალურად დარეგისტრირებულ ჟურნალისტს აქვს თანაბარი უფლება. დიახ, ვიყავი ცესკოში. შეხვდით ოფიციალურ პირებს? სხვადასხვა პირებს შევხვდი.

ასევე დაგაინტერესებთ