პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორი 4 დღეა საქართველოს ჩემპიონატებს მასპინძლობს

გორი 4 დღეა საქართველოს ჩემპიონატებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპორტის სასახლეში 19 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება საქართველოს ჩემპიონატები ბერძნულ - რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელებს შორის.
„შეჯიბრების ორგანიზატორია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერია.
ამ ჩემპიონატების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ჩვენი ქვეყნის ნაკრები 15 წლამდელთა შორის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 15-18 მაისს საბერძნეთში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.