„ასეთი მეკარე, ჩვენ კი არა, მსოფლიოს არ ჰყავს“ – ლევან ბერძენიშვილი გიორგი მამარდაშვილზე

ფილოლოგი და პროფესორი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „გიორგი მამარდაშვილისნაირი მეკარე ჩვენ კი არა, მსოფლიოს არ ჰყავს“.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას მამარდაშვილზე თქვა, ასაკის მიუხედავად მას ყველა თვისება აქვს მაღალი დონის, პროფესიონალი მეკარე იყოს.
„გვყავდა კარგი მეკარეები. ჩვენს მეკარეებს ჰქონდათ ყველაზე მთავარი თვისება – რეაქცია, მაგრამ ჩვენს მეკარეებს ყოველთვის ჰქონდათ სიმაღლის, ხაზზე და ფეხით პრობლემა. ყველას ყველაფერი არ სჭირდა, მაგრამ უნივერსალური მეკარე არ გვყოლია და ეს ბავშვია, ახალგაზრდაა ძალიან. ასეთი მეკარე, ჩვენ კი არა, მსოფლიოს არ ჰყავს. ეს თვისებები მოდის გვიან. ესეც ითამაშებს დიდხანს, რადგან დისციპლინა გუნდში იმ დონეზეა, რომ ევროპაზე, რომ გავედით გრამი ალკოჰოლი არ დალეულა..
ცოლმა რომ ჰკითხა კვარაცხელიას, ასე რატომ ხარ, ლუდი ხომ არ დაგილევიაო?.. არა უბრალოდ ეიფორიაში ვარო.. ლუდი არ სჭირდება ჩვენს ნაკრებს. საერთოდ სტიმულატორი არ სჭირდება..“, — ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…