ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

U17 | საქართველო 1:1 თურქეთი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დღეს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე თურქი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა.
17-წლამდელთა ნაკრებიდან ერთადერთი გოლი მატჩის 61-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი თურქეთის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ მეორე მატჩს 15 დეკემბერს, 15:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.