The Guardian – ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა

ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.„ჩვეულებრივ, საშობაო ბაზრობა ძალიან მშვიდი და მხიარული ადგილია. საშინელი ტრაგედიაა, რომ ასეთ ადგილას ასეთი სისასტიკით ამდენი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ თავდასხმის საფუძვლიანად გამოძიება მოხდება.
გერმანული მედიის ცნობით, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში