ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება - ოლაფ შოლცი

შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება.მან ამის შესახებ n-tv-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, შეცდომა იქნება, თუ იარაღს, რომელიც უკრაინას მივაწოდეთ, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენებენ, ან თუ მივაწვდით იარაღს, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება“, - ამბობს შოლცი.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის კონფლიქტის „ნებისმიერ ფასად“ თავიდან აცილება.
„თუ ჩვენს გარდა არავის აქვს გონებრივი ძალა, რომელიც საჭიროა აწონ–დაწონილი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაშინ ასე იყოს“, - აღნიშნა შოლცმა, რომელსაც უკრაინული მედია ციტირებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.