Reuters: ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან უკრაინის მხარდაჭერას განიხილავს

-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, ბრიუსელში მიემგზავრება. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ეს ბლინკენის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ნატო-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების დროს ბლინკენი განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვაში. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადაიბარებს,  -ის მთავრობა ეცდება, უკრაინას უკვე გათვალისწინებული დახმარება 20 იანვრამდე გადასცეს.

“ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაზე დავტოვოთ როგორც ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე დახმარების გაზრდის, ისე მსოფლიოში პარტნიორებთან კოორდინაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მზადყოფნა, ჩაერიონ ნებისმიერ სიტუაციაში”, – განუცხადა Rreuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.