ნანა კაკაბაძე: ფაქტია, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა, ვერ გათვალეს აგრესორი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ბრუტალური რეაქცია და გადაჭარბებული იმედები დაამყარეს დასავლეთის მხარდაჭერაზე, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოპერაციებს გეგმავდნენ ან ე. წ. ღირსების რევოლუციას აწყობდნენ
ნანა კაკაბაძის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებმა რუსეთის ბრუტალური რეაქცია ვერ გათვალეს და გადაჭარბებული იმედები დასავლეთზე დაამყარეს. მისი შეფასებით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ წინა შეცდომები გაითვალისწინა და ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა.