ირაკლი ლატარია
ეკონომისტი
პერსონის ქრონიკა
ირაკლი ლატარია მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
4 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
,,ამ ფაქტზე მდინარაძის ბრალეულობაზე მეტად, მისი პატიოსნება მივიღე პასუხად“ – ირაკლი ლატარია
ეკონომისტ ირაკლი ლატარიას განცხადებით, კულტურის სამინისტრომ გამოყოფილი 3 მილიონიდან მხოლოდ 720 ათასი აითვისა, ხოლო დანარჩენი უკან დააბრუნა, რაც, მისი თქმით, მდინარაძის ბრალეულობაზე კი არა, მის პატიოსნებაზე მიუთითებს.
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს, რომ უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს გახსნიდა და „კასრების“ კადრებს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, დიდ მონიტორებზე გაუშვებდა.
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. "კასრების" კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს, რომ „კასრების კადრები“ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს. მისი თქმით, ის აუცილებლად გახსნიდა უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ვიდეოები.
ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები ან კუბოთი ან ეტლით გამოგვყავდა
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ეხმიანება პენიტენციური სამსახურის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციას და აცხადებს, რომ 2012 წლიდან ციხეებში წამება დასრულებულია, პატიმრები ჯანმრთელები ბრუნდებიან, ხოლო 2012 წლამდე მათ კუბოთი ან ეტლით ატანდნენ.
,, რით ვერ გაიგეთ, რომ ბიძინას გარეშე თქვენი რეიტინგი არის მაქსიმიმ 1 პროცენტი” – ირაკლი ლატარია
ეკონომისტმა ირაკლი ლატარიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, ყოფილი თანაგუნდელები და პოლიტიკოსები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ გარეშე მათი რეიტინგი მაქსიმუმ 1 პროცენტია.
ირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ "ქოცებსო", IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს - ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი "მხარდაჭერა" - 1%
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ეხმიანება IRI-ის კვლევას პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ. ის ადარებს მიხეილ სააკაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგებს კვლევის მონაცემებთან.
ირაკლი ლატარია: "იმედსა" და POSTV-ს ობიექტურობას უწუნებდა "ლელო". როგორც კი მათ ვუხსენებდით TV პირველს, ხბოს თვალებით გვპასუხობდნენ: რა შუაშია "ლელო" და "TV პირველიო"? ხოდა, არც აციეს, არც აცხელეს და პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს TV პირველი
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ეხმიანება „TV პირველის“ დირექტორად პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნას და აცხადებს, რომ პარტია ადრე უარყოფდა ტელევიზიასთან კავშირს, ახლა კი ის თავის პრესსამსახურად გაიფორმა.
,, გადავირიე – რა შემპირდა, რა გადამაგდეს, ქურდული ,,სხადნიაკი” ებარა მაგ კაცს თუ სახელმწიფო?” – ირაკლი ლატარია ირაკლი ღარიბაშვილზე
ეკონომისტმა ირაკლი ლატარიამ სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი შეაფასა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ წერილში პირობებზე, დაპირებებსა და სასამართლოზეა საუბარი.