ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს, რომ უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს გახსნიდა და „კასრების“ კადრებს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, დიდ მონიტორებზე გაუშვებდა.

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდესიმედინიუსი

კასრების კადრები ყველგან დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ! - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ლატარიას თქმით, ის აუცილებლად გახსნიდა უახლესი ისტორიის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და მუდმივად ჩართული „კასრების“ ვიდეოები.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კადრები რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, დიდ მონიტორებზეც უნდა გაუშვან. მას მაგალითისთვის მოჰყავს გერმანიის გამოცდილება, სადაც გახსნილია მუზეუმი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებს ეძღვნება

„ოცნების“ ზედა ეშელონში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ. მუზეუმში განთავსდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, ხოლო კასრების ვიდეოები მუდმივად იქნებოდა ჩართული. ყველა ტურისტს კი აეროპორტში დავურიგებდი ფლაერს, გზამკვლევს, რომელშიც სანახაობების თვალსაზრისით პირველ ადგილს სწორედ ეს მუზეუმი დაიკავებდა! გერმანიაში არსებობს „ტერორის ტოპოგრაფია“ (Topographie des Terrors), მუზეუმი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებს ეძღვნება. ჩემს სამშობლოში არანაკლები ტერორი სუფევდა და აუცილებელია მომავალმა თაობამ იცოდეს ეს ისტორია, რათა მსგავსი სისასტიკე არასოდეს განმეორდეს!

გერმანიის ისტორიის მუზეუმი ქვეყნის წარსულის ფართო მიმოხილვას გვთავაზობს, ხოლო ნიურნბერგის დოკუმენტაციის ცენტრი ნაცისტური პარტიისა და მისი რეჟიმის ისტორიას ეძღვნება. ფაშიზმის შესახებ დოკუმენტების გაცნობისას განსაკუთრებული ემოციური რეაქცია არ მაქვს, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა ქვეყანამ თავად გამოიარა არანაკლები სისასტიკე და სადიზმი!“ - წერს ლატარია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები ან კუბოთი ან ეტლით გამოგვყავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები