ზოდელავას და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვისას გახდა ცნობილი, რომ მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, ხოლო გური ჟვანიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოსამართლე თეა ლეონიძემ მათი საქმე ცალკე გამოყო.