მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა | მესაკუთრე 45 000 $ გადახდას ითხოვს
რუსთავში მარტოხელა დედის, ეკატერინე მაღალაშვილის გამოსახლება დროებით შეჩერდა. მესაკუთრე ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ 45 000 დოლარს ითხოვს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ბინა სამი თვით დაიკეტება და ამ ვადაში მან ახალ მესაკუთრეს თანხა უნდა გადაუხადოს.