დავით ფეიქრიშვილის მტკიცებით, გლდანის ციხის საკანში მას ვატო ყიფიანი და სხვა პირები სასტიკად გაუსწორდნენ
„შაბათის ფორმულას“ რეპორტაჟის თანახმად, მსჯავრდებულ დავით ფეიქრიშვილს გლდანის ციხის საკანში ვატო ყიფიანი და მასთან ერთად შესახლებული პირები სასტიკად გაუსწორდნენ, თუმცა ადვოკატის ცნობით, თავად ყიფიანი ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.