ელენე ხოშტარია - გავიგე, იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ხვდება, ყველასთან მინდა, დავამყარო ურთიერთობა, ეს არის ჩემი ნიჭიო, ჰოდა, ველოდები ჩემს საკანში
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ეხმაურება „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ და ხვიჩიას საკანში ეპატიჟება.

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩის“) ლიდერის იაგო ხვიჩიას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ეხმაურება.
როგორც ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, „იაგო ხვიჩიას საკანში ელოდება და თუ უნდა, მეგობრებიც წამოიყოლოს“.
„გავიგე, იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ხვდება, ყველასთან მინდა, რომ დავამყარო ურთიერთობაო, ეს არის ჩემი ნიჭიო. ჰოდა, ველოდები ჩემს საკანში. თუ უნდა, მეგობრებიც წამოიყოლოს, ბევრ დროს არ წავართმევ!“,-წერს ელენე ხოშტარია წერილში.
ცნობისთვის, „თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი „გირჩის“) ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ 2025 წლის დეკემბერში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. „მისი შთაბეჭდილებით, ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან გონიერი და ადეკვატური ადამიანი“.
ციტატები სტატიიდან
„იაგო ხვიჩიას საკანში ელოდება და თუ უნდა, მეგობრებიც წამოიყოლოს“
„გავიგე, იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ხვდება, ყველასთან მინდა, რომ დავამყარო ურთიერთობაო, ეს არის ჩემი ნიჭიო. ჰოდა, ველოდები ჩემს საკანში. თუ უნდა, მეგობრებიც წამოიყოლოს, ბევრ დროს არ წავართმევ!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.