პატარა კახის დიდი პოლიტიკური ეპოქა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
თელავში შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ერეკლე მეორეს, რომლის ისტორიულ მემკვიდრეობასა და პოლიტიკურ ეპოქას „იმედის კვირამ“ საავტორო რეპორტაჟი მიუძღვნა.

ისტორიაში არიან მეფეები, რომელთა მემკვიდრეობაც საუკუნეებს უძლებს, რადგან მათი ბრძოლა სამშობლოს გადარჩენას ემსახურებოდა. ერეკლე მეორე საქართველოს ისტორიაში სწორედ ასეთი იყო - მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება ეპოქა რთული არჩევანითა და ქვეყნის მომავლისთვის გადადგმული მძიმე ნაბიჯებით.
თელავი კიდევ ერთხელ გახდა ადგილი, სადაც წარსულის დიდება აწმყოს შეხვდა. შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო პატარა კახს, რომლის ისტორიული მემკვიდრეობაც დღემდე გვაფიქრებს საქართველოს ბედზე, სახელმწიფოებრივ სიმტკიცესა და ეროვნულ ღირსებაზე.
ნახეთ ანუკი გუმბერიძის საავტორო რეპორტაჟი პატარა კახის დიდ პოლტიკურ ეპოქაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…