ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა

ნაციონალური მოძრაობა

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მიზანი ქვეყნის სათავეში ისეთი ძალის მოყვანა იყო, რომელიც რუსეთთან ცხელ კერას გააჩენდა, რისთვისაც „ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ სალომე ზურაბიშვილი ჰყავდათ გამზადებული.

ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა
ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდაიმედინიუსი

ეს იყო ერთი დიდი სცენარს ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ სცენარის მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მოყვანა.

„ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ დასავლეთს ასეთი საარჩევნო სისტემის და შედეგების შემდეგ ერთი განცხადება მაინც არ გაუკეთებია, რომ ოპოზიციისთვის მოეწოდებინათ, რომ რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ეს არის კატასტროფა დემოკრატიისთვის.

მიაღწევდნენ იმას, რომ მათ ჰყავდათ გამზადებული ე.წ. ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ შტურმის დროს შორიახლოს იქ იმყოფებოდა. თუ ეს წარმატებით დასრულდებოდა, ის შევიდოდა პრეზიდენტის სასახლეში და დიდი ალბათობით, როგორც მასთან დადიოდნენ სხვადასხვა დიპლომატები, ისევე შევიდოდნენ და დაიწყებოდა „ნაციონალური მოძრაობის“, ე.წ. ვარდების რევოლუციის და უკვე გადატრიალების რევოლუციის ახალი ეტაპი. ეს იყო ყოველივე ამის მიზანი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ დასავლეთს ასეთი საარჩევნო სისტემის და შედეგების შემდეგ ერთი განცხადება მაინც არ გაუკეთებია, რომ ოპოზიციისთვის მოეწოდებინათ, რომ რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ეს არის კატასტროფა დემოკრატიისთვის. მიაღწევდნენ იმას, რომ მათ ჰყავდათ გამზადებული ე.წ. ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ შტურმის დროს შორიახლოს იქ იმყოფებოდა. თუ ეს წარმატებით დასრულდებოდა, ის შევიდოდა პრეზიდენტის სასახლეში და დიდი ალბათობით, როგორც მასთან დადიოდნენ სხვადასხვა დიპლომატები, ისევე შევიდოდნენ და დაიწყებოდა „ნაციონალური მოძრაობის“, ე.წ. ვარდების რევოლუციის და უკვე გადატრიალების რევოლუციის ახალი ეტაპი. ეს იყო ყოველივე ამის მიზანი“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები