ირაკლი ქადაგიშვილი – 4 ოქტომბერი იყო ევროკავშირის ბიუროკრატების მიერ დაგეგმილი და ადგილობრივი აგენტურის მიერ შესრულებული პროვოკაცია, რაც არ განხორციელდა, ახლა უნდათ ჩაფარცხონ ვითომ არაფერი
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში 4 ოქტომბერს დაგეგმილი გადატრიალება ევროკავშირის ბიუროკრატების მიერ წახალისებული პროვოკაცია იყო, რომელიც ჩავარდა და ახლა მის ჩაფარცხკას ცდილობენ.

საქართველოში 4 ოქტომბერი, ანუ გადატრიალების, რევოლუციის და ფერადი გადატრიალებების ხანა დასრულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ასეთი ხანა რომ დასრულებულია ვერ გაიგო რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერ გააცნობიერა ევროკავშირის მთელმა რიგმა ბიუროკრატებმა, რომლებიც ერთი წლის წინ ღიად და საჯაროდ უჭერდნენ მხარს სახელმწიფო გადატრიალებას და არა პარლამენტს და არჩევნებს.
„ბრიუსელის დუმილი მიმანიშნებს იმას, რომ ეს მათ მიერ იყო წახალისებული და მხარდაჭერილი. დამარცხდნენ და ახლა იმის აღიარება, რომ ასეთ არაკონსტიტუციურ საქციელს უჭერდნენ მხარს, არ უნდათ, ამიტომ არიან გაჩუმებული. თორემ აბა, ის გადატრიალება, რასაც მხარს უჭერდნენ შემდგარიყო, პირველები პრეზიდენტის სასახლეში ელჩები იქნებოდნენ პირველები გამოჭიმული. როგორც მანამდე დადიოდნენ სალომე ზურაბიშვილთან, ვითომ პრეზიდენტთან, საპრეზიდენტო სტანდარტის გარშემო შეკრებილი. ეს იყო მათ მიერ დაგეგმილი და ადგილობრივი აგენტურის მიერ შესრულებული პროვოკაცია, რაც არ განხორციელდა. ამიტომ ახლა უნდათ ჩაფარცხონ ვითომ არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ბრიუსელის დუმილი მიმანიშნებს იმას, რომ ეს მათ მიერ იყო წახალისებული და მხარდაჭერილი. დამარცხდნენ და ახლა იმის აღიარება, რომ ასეთ არაკონსტიტუციურ საქციელს უჭერდნენ მხარს, არ უნდათ, ამიტომ არიან გაჩუმებული. თორემ აბა, ის გადატრიალება, რასაც მხარს უჭერდნენ შემდგარიყო, პირველები პრეზიდენტის სასახლეში ელჩები იქნებოდნენ პირველები გამოჭიმული. როგორც მანამდე დადიოდნენ სალომე ზურაბიშვილთან, ვითომ პრეზიდენტთან, საპრეზიდენტო სტანდარტის გარშემო შეკრებილი. ეს იყო მათ მიერ დაგეგმილი და ადგილობრივი აგენტურის მიერ შესრულებული პროვოკაცია, რაც არ განხორციელდა. ამიტომ ახლა უნდათ ჩაფარცხონ ვითომ არაფერი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.