ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტომაშ ფროელიხი: საქართველო მოლდოვაზე გაცილებით წინ არის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით - მოცემულობა, რომ ევროკავშირი არაფრად აგდებს ამ მონაცემებს, არის სკანდალი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის სიყალბეს

ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი აცხადებს, რომ საქართველო მოლდოვაზე წინ არის ეკონომიკითა და კანონის უზენაესობით, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ამ მონაცემების იგნორირება „სკანდალია და მის სიყალბეს უსვამს ხაზს“.

ტომაშ ფროელიხი: საქართველო მოლდოვაზე გაცილებით წინ არის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით - მოცემულობა, რომ ევროკავშირი არაფრად აგდებს ამ მონაცემებს, არის სკანდალი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის სიყალბეს
ტომაშ ფროელიხი: საქართველო მოლდოვაზე გაცილებით წინ არის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით - მოცემულობა, რომ ევროკავშირი არაფრად აგდებს ამ მონაცემებს, არის სკანდალი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის სიყალბესიმედინიუსი

საქართველო მოლდოვაზე გაცილებით წინ არის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით. ქართული ეკონომიკა მოლდოვასთან შედარებით სამჯერ და ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა.

ფროელიხი ასე აფასებს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებას, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზეა და რომ ის ისურვებდა, საქართველო მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს.

ევროპარლამენტარის შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება ევროკავშირის სიყალბეს უსვამს ხაზს.

„მოცემულობა, რომ ევროკავშირი არაფრად აგდებს ამ მონაცემებს, არის სკანდალი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის სიყალბეს. როგორც ჩანს, თუკი ბრიუსელის ნაკარნახევს უსიტყვოდ შეასრულებ, ყველაფრის უფლება გაქვს, ხოლო თუკი ბრიუსელს არ დაეთანხმები, ლექციას ჩაგიტარებენ.

აშკარაა, რომ ევროკავშირში ფაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ ცვლის მოცემულობას, რომ დანარჩენები შესანიშნავად ვხედავთ ამ ფაქტების მოცემულობას, ყველამ იცის, რომ მოლდოვა საქართველოზე წინ არ არის, საქმე პირიქითაა”, - განუცხადა ევროპარლამენტარმა „იმედის კვირას“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები