ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?

ევროპარლამენტის წევრი ტომაშ ფროელიხი აკრიტიკებს ევროკავშირის მიდგომას საქართველოს მიმართ და ორმაგ სტანდარტებს უწოდებს შეშფოთებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობაზე, როდესაც თავად გერმანიაში მსგავსი პროცესებია. ფროელიხი ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და აცხადებს, რომ საქართველოსთან კონფრონტაცია ევროკავშირის ინტერესებში არ შედის.

ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?იმედინიუსი

ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა? - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტომაშ ფროელიხმა.

„თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ. ადამიანის უფლებების ეს იდეა ინტერპრეტირებულია შერჩევითი გზით, შერჩევითი მორალით, და ეს მართლაც უთხრის ძირს ნდობას საერთაშორისო დონეზე, რის გამოც ჩვენ ვკარგავთ გავლენას. რა არის საქართველოს პრობლემა? ის, რომ ქვეყანა ვითარდება, აქვს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - რაც ჩვენთვის საოცნებო იქნებოდა, „კარგი მმართველობის ინდექსით“ ის სინამდვილეში ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე მაღლაც კი დგას, ხოლო კანონის უზენაესობის კუთხით „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ მას პირველ ადგილზე აყენებს ცენტრალურ აზიაში. ასე რომ, რაზე ვსაუბრობთ სინამდვილეში? ეს არ ეხება დემოკრატიას. საქმე ეხება იმას, რომ საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს „შემდეგი უკრაინა“. ეს არის ის, რაც უნდა გავიაზროთ. ის მცირე ზომის ქვეყანაა, გარშემორტყმული რუსეთით, ირანით, თურქეთით. ასეთ გარემოცვაში საქართველო იძულებულია იმოქმედოს განსხვავებულად და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ საქართველოს უნდა ვუყურებდეთ როგორც პარტნიორს, როგორც ხიდს აზიისკენ - აი, ეს არის რეალობა. კონფრონტაცია საქართველოსთან უბრალოდ არ შედის ჩვენს ინტერესებში“, - დასძინა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ. ადამიანის უფლებების ეს იდეა ინტერპრეტირებულია შერჩევითი გზით, შერჩევითი მორალით, და ეს მართლაც უთხრის ძირს ნდობას საერთაშორისო დონეზე, რის გამოც ჩვენ ვკარგავთ გავლენას. რა არის საქართველოს პრობლემა? ის, რომ ქვეყანა ვითარდება, აქვს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - რაც ჩვენთვის საოცნებო იქნებოდა, „კარგი მმართველობის ინდექსით“ ის სინამდვილეში ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე მაღლაც კი დგას, ხოლო კანონის უზენაესობის კუთხით „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ მას პირველ ადგილზე აყენებს ცენტრალურ აზიაში. ასე რომ, რაზე ვსაუბრობთ სინამდვილეში? ეს არ ეხება დემოკრატიას. საქმე ეხება იმას, რომ საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს „შემდეგი უკრაინა“. ეს არის ის, რაც უნდა გავიაზროთ. ის მცირე ზომის ქვეყანაა, გარშემორტყმული რუსეთით, ირანით, თურქეთით. ასეთ გარემოცვაში საქართველო იძულებულია იმოქმედოს განსხვავებულად და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ საქართველოს უნდა ვუყურებდეთ როგორც პარტნიორს, როგორც ხიდს აზიისკენ - აი, ეს არის რეალობა. კონფრონტაცია საქართველოსთან უბრალოდ არ შედის ჩვენს ინტერესებში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.