ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ტომაშ ფროელიხი: თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ

ევროპარლამენტის წევრმა ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ საქართველოსთან კონფრონტაცია დასავლეთის ინტერესებში არ შედის. მან გააკრიტიკა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები და აღნიშნა, რომ საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა უკრაინის კონფლიქტში.

ტომაშ ფროელიხი: თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ
ტომაშ ფროელიხი: თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთიმედინიუსი

საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს „შემდეგი უკრაინა“. ის მცირე ზომის ქვეყანაა, გარშემორტყმული რუსეთით, ირანით, თურქეთით. ასეთ გარემოცვაში საქართველო იძულებულია იმოქმედოს განსხვავებულად და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

ფროელიხის თქმით, საქართველოსთან კონფრონტაცია მათ ინტერესებში არ შედის.

„ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?

თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ. ადამიანის უფლებების ეს იდეა ინტერპრეტირებულია შერჩევითი გზით, შერჩევითი მორალით, და ეს მართლაც უთხრის ძირს ნდობას საერთაშორისო დონეზე, რის გამოც ჩვენ ვკარგავთ გავლენას. რა არის საქართველოს პრობლემა? ის, რომ ქვეყანა ვითარდება, აქვს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - რაც ჩვენთვის საოცნებო იქნებოდა, „კარგი მმართველობის ინდექსით“ ის სინამდვილეში ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე მაღლაც კი დგას, ხოლო კანონის უზენაესობის კუთხით „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ მას პირველ ადგილზე აყენებს ცენტრალურ აზიაში. ასე რომ, რაზე ვსაუბრობთ სინამდვილეში? ეს არ ეხება დემოკრატიას. საქმე ეხება იმას, რომ საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს „შემდეგი უკრაინა“. ეს არის ის, რაც უნდა გავიაზროთ. ის მცირე ზომის ქვეყანაა, გარშემორტყმული რუსეთით, ირანით, თურქეთით. ასეთ გარემოცვაში საქართველო იძულებულია იმოქმედოს განსხვავებულად და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ საქართველოს უნდა ვუყურებდეთ როგორც პარტნიორს, როგორც ხიდს აზიისკენ - აი, ეს არის რეალობა. კონფრონტაცია საქართველოსთან უბრალოდ არ შედის ჩვენს ინტერესებში“, - დასძინა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.