ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად, სისტემურად და წარმატებულად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონსა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის მოწინავეთა კატეგორიაში მოხვდა.

მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად, სისტემურად და წარმატებულად
მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად, სისტემურად და წარმატებულადრუსთავი 2

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული, სისტემური და წარმატებული მუშაობის ნათელი დასტურია.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ საქართველო რეგიონისა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც მოწინავეთა კატეგორიაში მოხვდა:

"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად, სისტემურად და წარმატებულად.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ჩვენი რეგიონიდან, ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოხვდა მოწინავე ქვეყნების კატეგორიაში და ესეც კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული და წარმატებული მუშაობის.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რაც ამ რეგიონებთან მიმართებაში არსებობს, სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ რეგიონებში და სწორედ ამ კონტექსტში მოხსენიებული და ხაზგასმულია ოკუპაციის უარყოფითი შედეგები," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად, სისტემურად და წარმატებულად. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ჩვენი რეგიონიდან, ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოხვდა მოწინავე ქვეყნების კატეგორიაში და ესეც კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული და წარმატებული მუშაობის. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რაც ამ რეგიონებთან მიმართებაში არსებობს, სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ რეგიონებში და სწორედ ამ კონტექსტში მოხსენიებული და ხაზგასმულია ოკუპაციის უარყოფითი შედეგები,“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები