ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: ფრიდრიხ მერცი „ღრმად აღშფოთებულია“ ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის ვიზიტით ვლადიმირ პუტინთან, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ღრმა აღშფოთება გამოთქვა ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის ვლადიმირ პუტინთან ვიზიტის გამო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა. შრედერის ქმედება ასევე დაგმეს მისმა პარტიამ და ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა.

Reuters: ფრიდრიხ მერცი „ღრმად აღშფოთებულია“ ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის ვიზიტით ვლადიმირ პუტინთან, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა
Reuters: ფრიდრიხ მერცი „ღრმად აღშფოთებულია“ ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის ვიზიტით ვლადიმირ პუტინთან, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდაიმედინიუსი

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი „ღრმად აღშფოთებულია“ ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის ვიზიტით ვლადიმირ პუტინთან, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა.

შრედერი, რომელსაც გერმანიის კანცლერის პოსტი 1998-2005 წლებში ეკავა, მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლშია როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ რუსულ ბიზნესსა და პუტინთან ახლო კავშირების გამო. ეს ურთიერთობები ყოფილმა კანცლერმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ტალღების მიუხედავად შეინარჩუნა.

„უკრაინაში ომზე პასუხისმგებლობა ცალსახად პუტინს ეკისრება. სწორედ მისი ბრძანებებია უზომო ტანჯვის, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის, დანგრეული ოჯახების, დაღუპულებისა და დაჭრილების მიზეზი. კანცლერი მიიჩნევს, რომ ბატონი შრედერის მხრიდან ასეთ ზეიმზე დასწრება უბრალოდ ამორალურია“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.

შრედერის ვიზიტს მკვეთრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა მისივე პარტიის — „სოციალ-დემოკრატების“ (SPD) რიგებშიც.

გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ის ცნობით, SPD-ის თანათავმჯდომარემ და მერცის კოალიციური მთავრობის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა უკრაინელი ხალხის ტანჯვის ფონზე ყოფილი კანცლერის ამ ნაბიჯს „სრულიად მიუღებელი“ უწოდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინაში ომზე პასუხისმგებლობა ცალსახად პუტინს ეკისრება. სწორედ მისი ბრძანებებია უზომო ტანჯვის, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის, დანგრეული ოჯახების, დაღუპულებისა და დაჭრილების მიზეზი. კანცლერი მიიჩნევს, რომ ბატონი შრედერის მხრიდან ასეთ ზეიმზე დასწრება უბრალოდ ამორალურია“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღე გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები