ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღე გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა. კრემლის ცნობით, პუტინმა შრიოდერი სახლში მას შემდეგ დაპატიჟა, რაც შეიტყო მისი მოსკოვში ვიზიტის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან, ერთად აღნიშნა. ვლადიმერ პუტინისა და გერჰარდ შრიოდერის ერთობლივი ფოტო კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
კრემლის ინფორმაციით, ვვლადიმერ პუტინმა მედიის საშუალებით შეიტყო, რომ გერჰარდ შრიოდერი მოსკოვში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
“პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.