ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ყვება, რომ ჩანაწერების ციხიდან გატანა მასაც აუკრძალეს
ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ მასაც აუკრძალეს პატიმრებთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების ციხიდან გამოტანა და აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციამ ამ საკითხზე უწყებებს უკვე მიმართა.

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე "ტვ პირველის" ეთერში ყვება, რომ პატიმრებთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება მასაც არ მისცეს.
მე პირადადაც რამდენიმეჯერმე ამეკრძალა ციხიდან ჩემი ჩანაწერების გამოტანა. ადვოკატმა ასოციაციამ ჯერ კიდევ 18 სექტემბერს გადაგზავნა შესაბამის უწყებებში წერილი და ველოდებით პასუხებს. ამ მხრივ ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯები, რაც გადადგა ადვოკატთა ასოციაციამ ამ მხრივ. დარწმ,უნებული ვარ რომ არცერთი ადვოკატი, არც მე ამას არ შეეგუება. არცერთ გახმაურებულ საქმეზე საუბარი არ არის. ვხვდებოდი პატიმარს, გავაკეთე ჩანაწერი. უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერი დავიმახსოვროთ. გვაქვს 70 ტომიანი საქმის მასალების შესწავლა."- თქვა იურისტმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…