ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ივანიშვილს ქუჩა “გაექცა” – ნიკა გვარამია

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ციხეებში ვითარება დამძიმდა და პატიმრების ცემა-წამებისა და გაუპატიურების ფაქტები გახშირდა. მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ქუჩა „გაექცა“ და საზოგადოების დატერორების ძველმა მეთოდებმა ძალა დაკარგა, რაც ავტოკრატის უკიდურეს მოწყვლადობაზე და შიშზე მიუთითებს.

“ივანიშვილს ქუჩა “გაექცა” – ნიკა გვარამია
“ივანიშვილს ქუჩა “გაექცა” – ნიკა გვარამიაალია

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

რატომ დამძიმდა უკიდურესად ვითარება ციხეებში?

ის, რომ ციხეში ვითარებას ქოცები უფრთხილდებოდნენ, საიდუმლო არაა. გასაგებიც იყო: პროპაგანდის ერთერთი მთავარი ღერძი, “სისხლიანი ცხრა წელი”, ციხეში რეალურად არსებულ პრობლემებთან ერთად, ციხის მითოლოგიაზეც იდგა, როგორიცაა 26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი, დადგმული ცოცხის კადრები (დღემდე რომ ვერ გაირკვა, როგორ დაიდგა მკაცრი კონტროლის სივრცეში ვიდეოფილმი) და სხვა.

ამ კონტექსტში თითქოს გაუგებარია, რატომ მძიმდება ელვის სისწრაფით მდგომარეობა ციხეებში: პატიმრების ცემა-წამების და უკვე გაუპატიურების ფაქტები გახშირდა და საჯაროც კი გახდა.

ბევრი მიზეზის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ივანიშვილს ქუჩა “გაექცა”. ქუჩა, რომელიც, პოლიციასთან ერთად, მისი მთავარი დასაყრდენი იყო. ივანიშვილს ქუჩა საზოგადოების დატერორების გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია. ეს რუსული ფენომენია, ივანიშვილი კი მართვის რუსული ტექნოლოგიების გარდა არაფერს აღიარებს.

ფაქტია ისიც, რომ ივანიშვილის და მისი სისტემის აღარ ეშინიათ: უამრავმა პატიმარმა, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებმა, საზოგადოებას დაანახვა, რომ ციხე არაა ცხოვრების დასასრული, შეიძლება მას გაუძლო, იქედან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოხვიდე და გააგრძელო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა.

განსხვავებული შინაარსის ამ ორმა მოვლენამ შექმნა ერთიანი კონტექსტი და განაპირობა ივანიშვილის გადაწყვეტილება: ყველანი ციხეში, ოღონდ ციხე “კურორტი” არ გეგონოთ, იქ აუპატიურებენ, ცემენ, აწამებენ. ციხე სწორედაც რომ შეიძლება გახდეს ცხოვრების დასასრული: ფიზიკური დასასრული (რასაც ხშირად თვითმკვლელობად ასაღებენ), ან ფსიქო-სოციალური დასასრული (მძიმე შეურაცხყოფების შედეგად დანგრეული ეგო). სწორედ ამას გვეუბნება ივანიშვილი.

საზოგადეობის დატერორების ეს ფორმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა. სავარაუდოდ, ივანიშვილმა მყარად გადაწყვიტა, რომ მის მიმართ შემცირებული შიში კიდევ უფრო მეტად დაშინების სტრატეგიით აღადგინოს. სავარაუდოა ისიც, რომ მისი გაზომვებით, სხვა ტიპის შიშები (მაგალითად, ომით მუდმივი სპეკულირებით გამოწვეული) საზოგადოებამ მნიშვნელოვან წილად დაძლია.

ივანიშვიილის მდგომარეობაზე ჩვენ ყველაზე უკეთ მისი ქმედებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. დანარჩენი მკითხაობა და ჭორაობაა. ასეთი მძიმე ფორმებით (მეტიც, როგორც ივანიშვილისთვის კარგად ნაცნობი გამოცდილება აჩვენებს, ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელი ფორმებით) ადამიანების დაშინება, გამორიცხულია, მყარად მდგომმა ავტოკრატმა გამოიყენოს. ასეთ ფორმებს მხოლოდ უკიდურესი მოწყვლადობის ჟამს მიმართავენ. დღეს, საზოგადოებას კი არ ეშინია ივანიშვილის, არამედ ივანიშვილს ეშინია საზოგადოების.

ამ დასკვნას სხვა ფაქტებიც ამყარებს:

ციხეები გადატვირთულობის პიკზეა და ზეგადავსებულია (მარტო გლდანის ციხეში თითქმის იმდენივე პატიმარია, რამდენიც მთელ სომხეთში);

ივანიშვილის მოკავშირე მსხვილი კრიმინალების უმრავლესობა დაჭერილია და დიდი სასჯელები აქვთ მისჯილი;

ციხეშია ივანიშვილის ყველაზე გამორჩეული ქოცელიტა;

თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლებიან უსაფრთხოებაზე (ანუ მის პირად და მისი სისტემის დაცვაზე) პასუხისმგებელი მინისტრები.

მეორეს მხრივ, ქვეყანას იმდენი პოლიტპატიმარი ყავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაც კი ანტირეკორდი დამყარდა, ევროპაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ყველა ოპოზიციური პარტია გაუქმების პირასაა.

ჰოდა, მეგობრებო, ეს თვითშენარჩუნების და თავდაცვის უკიდურესად ისტერიული ფორმაა, წონასწორობაში მყოფები და მყარად მდგომები არასდროს რომ არ იყენებენ.

და ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“24 საათის განმავლობაში ეს საკითხი დეტალებში უნდა გავარკვიოთ და შემდეგ ადეკვატურად ვიმოქმედოთ!” – ნიკა გვარამიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები