ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“24 საათის განმავლობაში ეს საკითხი დეტალებში უნდა გავარკვიოთ და შემდეგ ადეკვატურად ვიმოქმედოთ!” – ნიკა გვარამია

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას და საჯარო განმარტებებს ითხოვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სახალხო დამცველისგან რუსთავის მე-6 ციხეში მომხდარ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით.

“24 საათის განმავლობაში ეს საკითხი დეტალებში უნდა გავარკვიოთ და შემდეგ ადეკვატურად ვიმოქმედოთ!” – ნიკა გვარამია
“24 საათის განმავლობაში ეს საკითხი დეტალებში უნდა გავარკვიოთ და შემდეგ ადეკვატურად ვიმოქმედოთ!” – ნიკა გვარამიაალია

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია:

ამ წუთში თავს შევიკავებ პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ მოყოლილი შოკისმომგვრელი ამბის საბოლოოდ ფაქტად გამოცხადებისგან, მაგრამ არანაირი საფუძველი, რომ ამ ბიჭს არ ვენდო, არ მაქვს.

მოვითხოვ საჯარო განმარტებებს (და არა კომენტარებსა და უწყებრივ განცხადებებს) და სრულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან და სახალხო დამცველისგან!

თუ ეს განცხადებები გონივრულ ვადაში არ გაკეთდება, ჩავთვლი, რომ ის, რასაც პატიმარი დავითაძე ყვება, სრული სიმართლეა და ის არის წამებისა მსხვერპლი და, როგორც თავად საჯაროდ ყვება, რუსთავის მეექვსე ციხეში პერსონალმა გააუპატიურა.

მე არ ვიცი, ვინ არის მისი ოჯახი და რა პოლიტიკური პრეფერენციები აქვს თუ ჰქონდა წარსულში. ზოგადად, საერთოდ არაა ჩემთვის ოჯახის პოზიცია გადამწყვეტი. პატიმარმა გაგვიზიარა უმძიმესი ამბავი, რომლის მოყოლა მისთვის საშინლად მძიმე იქნებოდა და უზარმაზარ გამბედაობას საჭიროებს. ეს პრობლემა ეხება მასაც და ყველა პატიმარს იმავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (რუსთავის მეექვსე). შესაძლოა, არა მხოლოდ ამ ციხეს.

24 საათის განმავლობაში ეს საკითხი დეტალებში უნდა გავარკვიოთ და შემდეგ ადეკვატურად ვიმოქმედოთ!

“ბადრაგმა გამაუპატიურა” – პატიმრის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლოში

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.